სახლში კომფორტის განმსაზღვრელ მთავარ მახასიათებლად დღემდე რჩება იატაკი.

ხის იატაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ვარიანტია, რადგან ეს არის ბუნებრივად მიმზიდველი, მუდმივი და ხარისხიანი მასალა. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს ლამინატს. 

რა არის ლამინატი? ეს არის ხის იმიტაცია, რომელიც ქმნის ხის მსგავს ბუნებრივ იერს,  უფრო დაბალ ფასად.

გჭირდებათ დახმარება არჩევანის გაკეთებაში? 

არსებობს რამდენიმე ასპექტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ როდესაც სახლის რემონტს გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, ლამინატისა და ხის იატაკის შედარებისას, ლამინატი უფრო ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია. თუმცა, თქვენ უნდა შეხედოთ მის გამძლეობას, ხარისხს და ოთახის ტიპს, რომელშიც იატაკი იქნება დაგებული. 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ხის იატაკი 

დადებითი – ხის იატაკს აქვს ლამაზი, ბუნებრივი ფაქტურა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველია და ყურადღებას იქცევს. ასევე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ტიპები და ლაქები, რომლებიც უამრავ ვარიანტს ქმნის. 

უარყოფითი – ხის იატაკს განსაკუთრებული მოსვლა ჭირდება, რადგან ის ადვილად იკაწრება. გარდა ამისა, ზოგიერთი ხის იატაკი მზისგან შეიძლება გაუფერულდეს. 

ლამინატი

დადებითი – ლამინირებული იატაკი არ იკაწრება ისე მარტივად, როგორც ხის იატაკი, ამიტომ მისი ვიზუალური მხარე დიდხანს იქნება შენარჩუნებული.

უარყოფითი – ლამინირებული იატაკი სინთეტიკურია, სწორედ ამიტომ არ გამოიყურება ისე ბუნებრივად როგორც ხის იატაკი.

მათი ღირებულებაც განსხვავდება ვიზუალისა და ხარისხის მიხედვით. მაგალითად:

მყარი ხის იატაკი შეიძლება ფინანსურად მეტი დაჯდეს, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი დამზადებულია ნამდვილი ხისგან, სწორედ ეს განსაზღვრავს მის ფასსა და ხარისხს. ასევე დამოკიდებულია ხის ტიპზე, სისქესა და ხარისხზე. 

ხის იატაკი – შეიძლება შეკეთდეს ისე, რომ ნაკლოვანებები დაიფაროს და დაიხვეწოს. ეს აძლევს უპირატესობას ლამინატზე. მას შეუძლია წლების განმავლობაში გაძლოს შეკეთების შემდეგაც კი. 

ლამინირებული იატაკი ადვილად არ კეთდება. თუ შეიძენთ ისეთ ლამინატს, რომელიც ცალკე ნაჭრებადაა დაყოფილი, შესაძლოა ცალკეული დაზიანებული ნაწილების გამოცვლა. თუმცა,უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მზის და სხვა მრავალი ფაქტორის ზემოქმედების გამო ფერი ზუსტად არ ემთხვეოდეს. 

იმედია დაგეხმარეთ არჩევანის გაკეთებაში. სანამ იატაკის ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. იმისათვის რომ გადაწყვიტოთ რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო  ოპტიმალური, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების წესს, გყავთ თუ არა შინაური ცხოველები, ბავშვები, როგორ ადგილას მდებარეობს ოთახი ფინანსური მდგომარეობა და ა.შ

როდესაც საქმე იატაკის რემონტზე მიდგება, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ბონა.

ბონა საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც უკვე 100 წელია ზრუნავს ხის იატაკებზე. საქმის სიყვარული, გამძლე, უმაღლესი ხარისხის მასალა და ინოვაცია – ეს არის ის, რითაც ბონამ უამრავი ადამიანის ნდობა დაიმსახურა მსოფლიოს გარშემო. წლების განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ ეს კომპანია გახადა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სანდო. 

 იატაკისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნების გარდა, ჩვენი მიზანია საქმე გავუმარტივოთ ხელოსნებს, რომლებიც ჩვენი პროდუქტებით მუშაობენ. მათი საჭიროებები და უსაფრთხოება ყველა ჩვენი ფორმულის ამოსავალი წერტილია.

დღეს ბონა 90-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ჩვენს ასორტიმენტში ნახავთ ყველაფერს რაც იატაკის მოვლისა და რესტავრაციისთვის დაგჭირდებათ: იატაკის ლაქი, წებო, ზეთი, აქსესუარები და წმენდის საშუალებები აუცილებლად მიგაღებინებთ სასურველ შედეგს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *