როგორ დავგეგმოთ სახლის რემონტი?

რემონტი და ნებისმიერი რეკონსტრუქცია დაკავშირებულია სტრესთან, უამრავ დროსთან და გაუთვალისწინებელ ხარჯებთან. იმისთვის, რომ დაზოგოთ ეს რესურსები, უმჯობესია, ეს პროცესი თავიდანვე სწორად დაგეგმოთ. დაგეგმვა გაძლევთ უკეთეს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა გინდათ,რა გჭირდებათ და რა არის აუცილებელი  თქვენი მიზნის მისღწევად.

თუმცა რემონტის დაგეგმვა არცთუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ ჩვენ გირჩევთ,

როგორ დაგეგმოთ სარემონტო პროცესი ეფექტურად?

პირველ რიგში, განიხილეთ პროფესიონალ ხელოსანთა გუნდთან თანამშრომლობა

ამას 3 მთავარი უპირატესობა აქვს:

  1. ურთიერთობ მხოლოდ ერთ ადამიანთან
  2. არ გიწევს ზრუნვა სარემონტო მასალებზე
  3. წინასწარ ათანხმებ ბიუჯეტს და ვადებს

გარდა ამისა,პროფესიანალებთან თანამშრომლობით დაზღვეული ხარ ისეთი შეცდომებისგან,რაც ორმაგ ხარჯებს გამოიწვევს.

შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიუჯეტის განსაზღვრაა

ბიუჯეტირება მარტივი საქმე არაა და ამაშიც გამოცდილ, პროფესიონალებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნია. ამიტომ, მოიმარჯვე კალამი და ფურცელი ან, უმჯიბესია, ექსელის ფაილი, და დაიწყე გამოცდილ ადამიანთან ერთად ბიუჯეტის გაწერა.

რა უნდა გაითვალისწინოთ?

  • რამდენი კვადრატია სარემონტო სივრცე
  • რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი? მაგ: პარკეტისა და მეტლახის დაგება,სამღებრო სამუშაოები,ელექტრო გაყვანილობა,კარ-ფანჯარა და ა.შ.
  • გაარკვიო სარემონტო მასალების საბაზრო ღირებულება
  • თითოეულ მიმართულებაზე შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება და ვადები.

ბიუჯეტირებისას,აუცილებლად მიიღეთ მხედველობაში გაუთვალისწინებელი ხარჯი,რაც უნდა იყოს მთლიანი ღირებულების 10% მაინც.

ალბათ, უკვე ხვდებით, რამდენად რთული საქმეა ბიუჯეტის გაწერა, ამიტომ ამასთან მარტო შეჭიდება არ ღირს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სარემონტო მასალების ხარისხი.

რემონტის დაგეგმვისას, თავიდანვე განსაზღვრეთ,თუ როგორი ხარისხის მასალებს გამოიყენებთ. ყველაზე ხშირად სწორედ,აქ უშვებენ შეცდომას. ნუ გააკეთებთ ეკონომიას მასალებზე, რადგან ეს შეიძლება ორმაგი დაგიჯდეთ. მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული,ბუნებრივი პროდუქტები,როგორიცაა: ხის მასალები, ლაქები, ზეთები, საღებავები და სხვა. გირჩევთ, ამ პროდუქტებით დაიწყოთ

დაბოლოს, წინასწარ განსაზღვრეთ გჭირდებათ თუ არა ინტერიერის დიზაინერი.

ყოველთვის სასურველია, ინტერიერის დიზაინერთან ერთად თანამშრომლობა და მთელი ამ პროცესის დაგეგმვა.  მასთან მუშაობის უპირატესობა ის არის, რომ გეხმარებათ თქვენი სურვილების გაანალიზებაში და გაძლევთ სწორ მიმართულებას. იმისთვის,რომ დარწმუნდეთ, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს თქვენი გემოვნება და ხედვა, გირჩევთ, წინასწარ დაათვალიეროთთ მისი პორტფოლიო.

თუ ამ ყველა საფეხურს თანმიმდევრულად მიჰყვებით,შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – თქვენი რემონტი გეგმის მიხედვით ჩაივლის.

გააზიარე :

სახლის მშენებლობა
სახლის მშენებლობა & სახლების აშენება

კერძო სახლის მშენებლობა ბევრისთვის საოცნებო და ამავდროულად კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს დიდ ენერგიას, დაფიქრებას და ფინანსებს. სახლი, ეს არის ადგილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ,

პარკეტი თუ ლამინატი
პარკეტი თუ ლამინატი?

როდესაც სახლის იატაკზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ისმის შეკითხვა, პარკეტი თუ ლამინატი? სახლში კომფორტის განმსაზღვრელ მთავარ მახასიათებლად დღემდე რჩება იატაკი. ხის იატაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ვარიანტია, რადგან