ბონა - თქვენი იატაკის სამსახურში 1919 წლიდან

ბონა საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც უკვე 102 წელია ზრუნავს ხის იატაკებზე. საქმის სიყვარული, გამძლე, უმაღლესი ხარისხის მასალა და ინოვაცია – ეს არის ის, რითაც ბონამ უამრავი ადამიანის ნდობა დაიმსახურა მსოფლიოს გარშემო.

ბონას ისტორია შვედეთში, 1919 წელს დაიწყო. პირველივე წლებიდან, ჩვენი მიზანი იყო არსებული პროდუქტის გაუმჯობესება და ისეთი ფორმულების შექმნა, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და ჩვენი პლანეტისთვის.

1970-იან წლებში ბონა იყო პირველი კომპანია, რომელმაც იატაკის მოვლისა და სარესტავრაციო პროდუქტებიდან ტოქსიკური ქიმიკატები ამოიღო. მან დაამტკიცა, რომ იდეალური შედეგის მიღება ეკოლოგიურად სუფთა მასალითაც შეიძლება. დღეს ბონას პროდუქტები უმაღლესი ხარისხით გამოირჩევიან. გარემოს დამცველი ორგანიზაციებისგან მიღებული უამრავი სერტიფიკატი კი მათ უსაფრთხოებას ადასტურებს.

100 წლიანმა გამოცდილებამ, ამ პერიოდში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოგვცა საშუალება გვემუშავა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და დატვირთულ შენობებში. უდიდესი სპორტული მოედნები, აეროპორტები, მუზეუმები და სხვა საჯარო სივრცეები – ბონას პროდუქტები ყველა შესაძლო გარემოშია გამოცდილი.

იატაკისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნების გარდა, ჩვენი მიზანია საქმე გავუმარტივოთ ხელოსნებს, რომლებიც ჩვენი პროდუქტებით მუშაობენ. მათი საჭიროებები და უსაფრთხოება ყველა ჩვენი ფორმულის ამოსავალი წერტილია.

დღეს ბონა 90-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ჩვენს ასორტიმენტში ნახავთ ყველაფერს რაც იატაკის მოვლისა და რესტავრაციისთვის დაგჭირდებათ: იატაკის ლაქი, წებო, ზეთი, აქსესუარები და წმენდის საშუალებები აუცილებლად მიგაღებინებთ სასურველ შედეგს.

რემონტი
ბონა
ბონას ლაქები