რა არის თვითსწორებადი იატაკი?
თვითსწორებადი იატაკის ტექნოლოგია 1952 წელს, შვედმა აქსელ კარლსონმა შექმნა.
მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, თვითსწორებადი იატაკი საქართველოს ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა, ამიტომ ხშირად მომხმარებელს უჭირს არჩევანის გაკეთება ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
დღესდღეობით კი მის გარეშე თანამედროვე რემონტი წარმოუდგენელია. პირველ რიგში, ზოგავს სარემონტო დროს, მისი საუკეთესო ხარისხის წყალობით კი ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.
თვითსწორებადი იატაკის ტექნოლოგიის დახმარებით ვიღებთ იდეალურად გლუვ და ჰორიზონტალურ ზედაპირს, მისი გამოყენება ხდება იატაკის დაგებამდე.
ამასთან ის ხელს უწყობს ბზარებისა და უსწორმასწორობის გასწორებას. ისევე, როგორც ყველა პროდუქცია შემადგენლობისა და დანიშნულების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან- არსებობს რამდენიმე სახეობის თვითსწორებადი იატაკი.
ძირითადად გამოყოფენ ცემენტზე დაფუძნებულ და პოლიმერულ თვითსწორებად იატაკს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ კიდევ იყოფა რამდენიმე ჯგუფად, მასში შემავალი გამხსნელი ნივთიერებების მიხედვით.
ცემენტზე დაფუძნებული თვითსწორებადი იატაკი კლასიკური სახეა და წარმოადგენს თხელ მოჭიმულ იატაკს. სპეციალური დანამატების წყალობით მისი სისქე მერყეობს 5 მილიმეტრიდან 3-4 სანტიმეტრამდე. მის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს, რომ არ საჭიროებს გამყარებას, მასზე სიარული შეიძლება წასმიდან 6-8 საათის მერე, ხოლო საბოლოოდ მზადაა დასხმიდან 4-5 დღის შემდეგ.
ის იყიდება მშრალი ფხვნილის სახით და მისი შეზავება ხდება წყალთან, იატაკზე დასხმა კი შორეული კუთხიდან იწყება.
ცემენტის თვითსწორებადი იატაკი, როგორც წესი, ზედაპირის გასასწორებლად დაიტანება პარკეტის, ლამინატის ან ფილის დასაგებად. პოლიმერებზე დაფუძნებული თვითსწორებადი იატაკის გამოყენება კი შესაძლებელია საბოლოო ფენად, ამიტომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით არ საჭიროებს შემდგომ მოპირკეთებას.
როგორც ზემოთ ვახსენე, პოლიმერული თავის მხრივ იყოფა ორ ძირითადად ჯგუფად: პოლიურეთანისა და ეპოქსიდურ იატაკად. ამ უკანასკნელს გააჩნია უფრო მაღალი მდგრადობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ და არის წყალგაუმტარი. პოლიურეთანი კი შედარებით რბილი და ელასტიკურია. ამასთან გააჩნია დიდი ფუნქციური და დეკორაციული დატვირთვა.
თვითსწორებადი იატაკის სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობს: საფუძვლის მომზადება, ჩამოსასხმელი ნარევის მომზადება და მისი დასხმა საფუძველზე.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ზედაპირი არ არის საკმარისად სწორი, შესაძლოა ჩამოსასხმელმა ნარევმა სრულად ვერ დაფაროს დეფექტები. სამუშაო პროცესები მაქსიმალურად სწორად და ფრთხილად უნდა იყოს შესრულებული.
ყურადღება უნდა მიექცეს ოთახის ტემპერატურასაც კი, რომელიც 5°C-დან 25°C-მდე უნდა მერყეობდეს. ეფექტური შედეგის მისაღებად კარგი იქნება თუ სამუშაო პროცესებში პროფესიონალთა გუნდი იქნება ჩართული, რომელიც ამ სფეროში დაგროვებული გამოცდილებით თავიდან აირიდებს შეცდომებს.
Bona Georgia გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის თვითსწორებად ცემენტს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქციას.
ჩვენი კომპანიის ევროპული გამოცდილება საუკეთესო მომსახურების საფუძველია.
თვითსწორებადი იატაკის არჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:
- იატაკების ექსპლუატაციის დაგეგმილი პერიოდი;
- ექსპლუატაციის პერიოდში იატაკზე ზემოქმედების ინტენსივობა
- და ბოლოს, ცვეთისადმი, ქიმიური ელემენტებისამდი და წყლისადმი მედეგობის ხარისხის დონე.
გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოიყენებთ უხარისხო მასალას, ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, რაც დაგაზარალებთ თქვენ, მათ შორის ფინანსებისა და დროის დაკარგვის მხრივ.