იმისათვის, რომ პარკეტის წებო მაქსიმალურად ეფექტური იყოს, საჭიროა დაცული იყოს ბალანსი მდგრადობასა და ელასტიკურობას შორის.
შეარჩიეთ ბონას პარკეტის წებოებიდან ის პროდუქტი, რომელიც იდეალურად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია შეგარჩევინოთ სასურველი წებო ნესტიანი ან არათანაბარი იატაკებისთვის.
იატაკის დაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესია, პარკეტი კი ყველაზე პოპულარულ საშუალებად ითვლება.
პარკეტის ტიპის არჩევისას სხვადასხვა საკითხზე უნდა დაფიქრდეთ, მაგალითად, რა მეთოდით მოგიწევთ მისი დაგება.
ძირითადად, მონტაჟის ორი სახე არსებობს: მშრალი და წებოს გამოყენებით.
გახსოვდეთ, რომ დაგებისას მნიშვნელოვანია შეირჩეს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალას გამოიყენებს.
თუ პარკეტის დაგებას წებოს გამოყენებით გადაწყვეტთ Bona- ს პროდუქცია საუკეთესოა. განვიხილოთ აღნიშნული მეთოდის უპირატესობები:
– იატაკი მეტად გამძლეა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას;
– აკუსტიკა სიარულის დროს ბევრად გაუმჯობესებულია;
– პარკეტის დაგება ხდება ისე მყარად, რომ იატაკის ამოვარდნა პრაქტიკულად შეუძლებელია;
– პარკეტი არ ვიბრირებს;
– თბოგამტარობა გაუმჯობესებულია;
– გაფართოება-შეკუმშვა მინიმუმამდე დადის;
– დაზიანებული პარკეტის ამოჭრა და ჩანაცვლება შესაძლებელია;
– ,,ციკლოვკა” შესაძლებელია.
წებოზე პარკეტის დაგებას სჭირდება ბევრად მეტი დრო და ფინანსები.
აუცილებელია, რომ დაგების შემდეგ წებოს გაშრობას დაველოდოთ.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მას შემდეგ რაც წებო გაშრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმე შეცდომის გამოსწორება, დაზიანების გარეშე. ამიტომ, როგორც უკვე ვახსენეთ, საჭიროა გამოცდილი ხელოსნის დახმარება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი სიტუაცია.
Bona- ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ სხვადასხვა სახის წებოს, მათ შორის წებოს ძალიან სწრაფი შრობის ეფექტით. წებოს არჩევა დამოკიდებულია თუ რა ტიპის პარკეტის დაგება გსურთ.
მაგალითად, მოზაიკისა ან ინდუსტრიული პარკეტის დასაგებად დაგჭირდებათ სელანის ბაზაზე დამზადებული წებო.
გადახდის მეთოდები: