იატაკის რესტავრაცია
იატაკის რესტავრაცია გსურთ?
ამისთვის საერთაშორისო ბრენდის – Bona-ს პროდუქცია დაგეხმარებათ!
ბონამ ყველა თავისი იატაკის პრაიმერი და ლაქი ერთ ყოვლისმომცველ სისტემაში გააერთიანა.
მასში შემავალი 6 პრაიმერი წარმოდგენილია რამდენიმე ფერში- სკანდინავიური თეთრიდან – მუქ ქარვისფრამდე.
იატაკის ლაქის ხაზი კი შეიცავს მაღალი ხარისხის, გამძლე პროდუქტებს ყველანაირი გემოვნებისთვის.
მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე კომერციულ და სპორტულ სივრცეებში.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
- თბილისი, თაბუკაშვილის 15/4
- 599 23 70 99; 557 66 59 15; 599 79 21 31
- 032 2 45 40 40
პარკეტის განახლება & რესტავრაცია
იატაკი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სახლის ვიზუალზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივად ვიზრუნოთ მისი პირვანდელი სახის შენარჩუნებაზე.
თუმცა დროსთან ერთად ისეთი გამძლე და მაღალი ხარისხის საფარიც კი როგორიც პარკეტია კარგავს თავის სახეს და საჭიროებს უფრო სერიოზულ ჩარევებს, მათ შორის – რესტავრაციას.
პარკეტის რესტავრაცია, მოიცავს პარკეტის გამაგრებას, იატაკის მოხვეწას, დაზიანებული ადგილების ლოკალურ გამოცვლას, საჭიროებისამებრ, ლოკალურად პარკეტის დაგებას და სხვ.
დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ლაქისგან- წყლის ან ულტრაიისფერი პირდაპირი გამოსხივების შედეგად, ან მექანიკური დეფექტისგან, რასაც იწვევს ბასრი საგნები, მაგალითად ავეჯის სადგამები.
რა შემთხვევაშია საჭირო პარკეტის განახლება ?
თუ თქვენი იატაკი გამოიყურება ძველებურად და ,,გამოსაცოცხლებლად“ ახალი ელფერი სჭირდება, მაშინ რესტავრირება კარგი გამოსავალია.
ამისათვის კი პროფესიონალი ხელოსანი გჭირდებათ, რომელმაც იცის, როგორ უნდა წარმართოს რესტავრირების პროცესი შეცდომების დაშვების გარეშე და ასევე ესმის, როდის არ არის საჭირო პარკეტის რესტავრაცია და მომხმარებელს დაიცავს ზედმეტი ხარჯებისგან.
პარკეტის რესტავრაცია მოიცავს იატაკის აღდგენით სამუშაოებს, რაც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
სანამ იატაკის რესტავრაცია დაიწყება დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ დაქირავებული ხელოსანი პროფესიონალური დანადგარებით ატარებს სამუშაო პროცესს.
ეს აუცილებელი პირობაა მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
საქართველოში Bona-ს ოფიციალური წარმომადგენლობა, Bona Georgia ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უმაღლესი ხარისხის პრაიმერებსა და ლაქებს, რაც, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს იატაკის რესტავრაციის პროცესში.
რესტავრირების დაწყებამდე პირველ ეტაპს წარმოადგენს მოსამზადებელი სამუშაოები.
ამ ეტაპზე ხდება ზედაპირის გასუფთავება და ავეჯისა თუ კარების მტვრისგან დამცავი ნაჭრით შეფუთვა.
მომდევნო ეტაპებს წარმოადგენს იატაკის პირველადი და ძირითადი მოხვეწა, რაც საბოლოოდ იატაკს წმენდს ყველა სახის დეფექტისგან.
ზედაპირზე სწორდება ნაკაწრები, იხსნება ძველი და ზედაპირული ლაქი.
რადგანაც მოხვეწა ლენტური და ბრტყელი ტიპის მანქანებით ხორციელდება, ოთახის კუთხეები და ძნელად მისადგომი ადგილები დაუმუშავებელი რჩება, რისთვისაც იყენებენ კუთხეების სპეციალურ სახეხ მანქანას.
შემდგომ ეტაპებზე Bona იყენებს პარკეტის ლაქს, რომელიც პარკეტის პანელებს შორის არსებულ სიცარიელეებს ავსებს. ეს პროცედურა რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს და ყოველი გამეორებისას უნდა დაელოდოთ მის გაშრობას. ამის შემდეგ კვლავ მეორდება პარკეტის მოხეხვა, იმ დანადგარებით, რაც პირველადი მოხვეწის დროს იყო გამოყენებული.
გასუფთავებულ ზედაპირზე Bona- ს ხაზის პრაიმერის ფენის გადასმა ხდება, რომელიც შეიძლება, სურვილისამებრ, იყოს ფერადი ან გამჭვირვალე.
საბოლოო უსწორმასწოროების გასასწორებლად კი კვლავ ხდება ლაქის წასმა და პარკეტის შუალედური მოხეხვა. ლაქის მესამე წასმით რესტავრაციის სამუშაოები სრულდება და შეგიძლიათ დატკბეთ მიღებული შედეგით. გახსოვდეთ, რომ იატაკით იწყება სახლის ვიზუალის აღქმა.