პარკეტის ლაქი

ბონამ ყველა თავისი პარკეტის ლაქი და პრაიმერი ერთ ყოვლისმომცველ სისტემაში გააერთიანა.

მასში შემავალი 6 პრაიმერი წარმოდგენილია რამდენიმე ფერში- სკანდინავიური თეთრიდან – მუქ ქარვისფრამდე.

იატაკის ლაქის ხაზი კი შეიცავს მაღალი ხარისხის, გამძლე პროდუქტებს ყველანაირი გემოვნებისთვის.

მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე კომერციულ და სპორტულ სივრცეებში.

იატაკის მოხვეწა

რატომ Bona-ს იატაკის ლაქი?

პარკეტის ლაქიBona ხარისხის გარანტია – ეს არის 102 წლის გამოცდილებს მქონე შვედური კომპანია, რომელიც ასოცირდება უმაღლეს ევროპულ ხარისხთან და სანდოობასთან.

ბონას პროდუქცია ყველა შესაძლო გარემოშია გამოცდილი.

საცხოვრებელი სახლების გარდა, ბონას პროდუქცია გამოიყენება: უდიდესი სპორტული მოედნების, აეროპორტების, მუზეუმებისა და სხვა საჯარო სივრცეებში არსებულ ხის იატაკებზე.

თუ ერთხელ მაინც გისარგებლიათ ბონას პროდუქციით, თქვენ არ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რომელი ლაქი ჯობია იატაკისთვის?

საკონტაქტო ინფორმაცია

ხის ლაქები - რას გვთავაზობს ბონა?

ხის იატაკი ყოველთვის აქტუალური გადაწყვეტილებაა ინტერიერის დიზაინში. ეს დეტალი სახლს განსაკუთრებულ სითბოს და ხასიათს აძლევს. სწორი მოვლით თქვენ შეგიძლიათ ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე.

კომპანია „ბონა“ უკვე 90 წელია ხის იატაკის მოვლის საშუალებებში სპეციალიზირდება. ჩვენი პროდუქტები ყველა სახის ხის იატაკს ერგება და იდეალური გადაწყვეტილებაა ოჯახებისა და კომერციული დაწესებულებებისთვის.

ხის ლაქი სახლისთვის

„ბონას“ პროდუქტებით შეგიძლიათ დამოუკიდებლად განაახლოთ თქვენი სახლის იატაკები. ჩვენს მიერ შემუშავებული „გააკეთე შენით“ სისტემა 40-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის პროდუქტს მოიცავს, რომელიც ხის იატაკთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას უმკლავდება.

თქვენი გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა სახის დაფარვა ხის იატაკისთვის. ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი ან პრიალა, დამუშავებული ლაქით, ზეთით ან ცვილით. შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი და თამამად შეუდექით სახლის განახლებას.

ჩვენი პროდუქტები წყლის ბაზაზეა დამზადებული და სრულიად უსაფრთხოა თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

სახლის რემონტი
რემონტი

კომერციული იატაკის ლაქები

სხვადასხვა ტიპის იატაკს სხვადასხვა სახის მოვლა სჭირდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული ფართების შემთხვევაში, რადგან იატაკი მეტ დატვირთავს განიცდის და უფრო მიდრეკილია სიყვითლისა და დაზიანებისკენ.

სადაც არ უნდა გსურდეთ იატაკის განახლება – აეროპორტის ტერმინალში, მაღაზიაში, სალონში თუ საბავშვო ბაღში – „ბონას“ პროდუქტების ასორტიმენტში თქვენი პრობლემის გადაწყვეტას აუცილებლად იპოვით. მათი ეფექტურობა წლების მანძილზე უამრავ სხვადასხვა გარემოშია გამოცდილი.

ამასთან ერთად, მათი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა ყველასთვის – ადამიანებისთვის რომლებიც უშუალოდ მუშაობენ იატაკის განახლებაზე და ასევე თქვენი დაწესებულების ვიზიტორებისთვის,

ხუთი რჩევა ხის ლაქის გამოყენებისას

ხის იატაკის განახლება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ამისათვის კი მხოლოდ 2 თავისუფალი დღე და სწორად შერჩეული პროდუქტები გესაჭიროებათ.

1.მოამზადეთ იატაკი სწორად

გაიტანეთ ოთახიდან ავეჯი, ხალიჩები და დარწმუნდით, რომ ხელს არც ფარდები შეგიშლიან. დააკვირდით, რა დაზიანებები აქვს იატაკს – დააჭედეთ ზედაპირზე ამოსული ლურსმნები, დააწებეთ ან შეაკეთეთ ამოწეული პანელები. მოწმინდეთ იატაკი და მოამზადეთ საჭირო მასალა და ინსტრუმენტები.

2. გამოიყენეთ სწორი პროდუქტი

წინასწარ გადაწყვიტეთ, როგორ გინდათ რომ თქვენი ხის იატაკი გამოიყურებოდეს – შეარჩიეთ მასალა შესაბამისად. წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი პროდუქტის გაშრობას ერთი საათი სჭირდება, ზოგს კი – ერთი დღე. დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ სამუშაოს შესასრულებლად.

3.გამოიყენეთ ბაზა (პრაიმერი)

საუკეთესო ეფექტისთვის პრაიმერის გამოყენება აუცილებელია. წარმოიდგინეთ, რომ იატაკი რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. შეანჯღრიეთ ქილა და დაასხით სითხე პირდაპირ იატაკზე. ფუნჯის საშუალებით თანაბრად გადაანაწილეთ ბაზა პირობით ზონაში. დაიწყეთ კიდეებიდან და შეავსეთ მთელი სივრცე. როდესაც მთელ იატაკს დაფარავთ, აცადეთ იატაკს გაშრობა. ამას დაახლოებით 1-3 საათი შეიძლება დასჭირდეს.

4. წაუსვით იატაკს ლაქის პირველი ფენა

როდესაც იატაკი სრულად გაშრება, იმავე ტექნიკის გამოყენებით წაუსვით მას ლაქის პირველი ფენა. მის გაშრობას დაახლოებით 16 საათი სჭირდება.

პირველი ფენის შემდეგ ხის იატაკის პანელების ნაწილი შეიძლება ოდნავ ამოიბურცოს ან გაუხეშდეს. მეორე ფენის წასმამდე რეკომენდირებულია იატაკის ზუმფარის ქაღალდით გახეხვა და გაპრიალება.

5. ლაქის ბოლო ფენა

მოწმინდეთ იატაკი კიდევ ერთხელ და დაიტანეთ მასზე ლაქის ბოლო ფენა. მის გაშრობას 1-4 საათი დასჭირდება. 24 საათის შემდეგ ოთახში შეგიძლიათ ავეჯი დააბრუნოთ, თუმცა უმჯობესია თუ ხალიჩებს ერთი კვირის შემდეგ შემოიტანთ თქვენს განახლებულ ოთახში.

ბონა საუკეთესო პარკეტის ლაქი საქართველოში!

იხილეთ ასევე:

პარკეტის წებო

პარკეტის ზეთი

იატაკის მოვლა 

ხის იატაკი თუ ლამინატი?